რეალ მადრიდის“ მცველის, ედერ…
🚨 „რეალ მადრიდის“ მცველის, ედერ მილიტაოს სახლი „ელ კლასიკოს“ მსვლელობისას გაქურდეს!
სულ მცირე ორმა მძარცველმა 350 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირადღირებული საათები, სამკაულები და აქსესუარები წაიღო.
როგორც ცნობილია, ქურდები მადრიდში მდებარე სახლში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ოჯახის წევრები ქვედა სართულზე მატჩს უყურებდნენ. მათ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ.
(წყარო: El Mundo)