ჯეკ გრილიშმა დისციპლინური…
🚨 ჯეკ გრილიშმა დისციპლინური დარღვევის გამო „ევერტონის“ შემადგენლობიდან მოკვეთამდე რამდენიმე დღით ადრე, ზედიზედ ორი ღამე გართობასა და სმაში გაატარა.
31 წლის ფეხბურთელი, რომელიც კვირაში 300 000 ფუნტს იღებს, 19 ოქტომბერს „პრაიდ ოფ ბრიტენის“ დაჯილდოებას დაესწრო, რის შემდეგაც ლონდონის კარაოკე-ბარს ეწვია და დილამდე ერთობოდა.
მეორე დღეს, ვარჯიშზე დაბრუნების შემდეგ, გრილიში კვლავ გასართობად წავიდა — ამჯერად მან უილმსლოუს პაბში ჯორდან პიკფორდთან, ტაილერ დიბლინგსა და კაილ უოკერთან ერთად დალია.
შედეგად, ის „ევერტონის“ განაცხადს მიღმა დარჩა და „ნიუკასლთან“ კარაბაოს თასზე მოგებული მატჩი გამოტოვა.
(წყარო: The Sun)