ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ…



🚨 ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატარებულ პერიოდზე:

🗣️ „რეალობა ისაა, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მას სასურველი შედეგის დადება უბრალოდ აღარ შეეძლო. „იუვენტუსის“ პერიოდიდან მოყოლებული, ყველაფერი დასრულებული იყო.

ეს სინამდვილეში „რეალ მადრიდის“ უდიდესი ძალაა. მათ ყოველთვის იციან, როდის უნდა დაემშვიდობონ ფეხბურთელებს.

„რეალ მადრიდში“ ხედავენ, როდის ეტყობა მოთამაშეს დაქვეითება და მას სწორედ იმ მომენტში ემშვიდობებიან, როცა გარე სამყაროსთვის ის ჯერ კიდევ პიკში იმყოფება. თუმცა სინამდვილეში მას უკვე აღარ შეუძლია უწინდებური თამაში ისე, რომ ეს პროცესი მტკივნეული არ გახდეს.

როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობა დავიწყე, რონალდუს ავუხსენი, თუ როგორ ვირბენდით და ვითამაშებდით, რა იქნებოდა მისი როლი, რას ველოდი მისგან და რისი მოლოდინი შეეძლო მას ჩემგან და გუნდისგან.

თუმცა საბოლოო ჯამში, შედეგი თავადაც უნდა აჩვენო. როგორც უკვე ვთქვი, მას აღარ შეეძლო ტკივილის გადალახვა, ყოველდღიურად ბოლომდე დაიხარჯვა და მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიში სასურველი ფორმის დასაბრუნებლად.

ხოლო თუ ფორმაში არ ხარ პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე ან პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში, მაშინ შანსი უბრალოდ არ გაქვს.“

(წყარო: ESPN NL)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!