მანჩესტერ იუნაიტედში ბრუნო…
🚨 მანჩესტერ იუნაიტედში ბრუნო ფერნანდეშის გაყიდვის საკითხს განიხილავენ, რათა მომავალ ზაფხულს ის უფასოდ არ დაკარგონ.
32 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველის მოქმედი კონტრაქტი ივნისში იწურება, თუმცა კლუბს ხელშეკრულების 12 თვით გახანგრძლივების ოპცია აქვს.
„იუნაიტედში“ შესაძლოა ფერნანდეშს ახალი კონტრაქტი მისაღები პირობებით შესთავაზონ, თუმცა ხელმძღვანელობა ფეხბურთელის გრძელვადიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს.
(წყარო: Mail Sport)