იანვარში „ბარსელონამ“ შესაძლოა…



🚨 იანვარში „ბარსელონამ“ შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამიზნე, ალეხანდრო ბალდე გაყიდოს, რათა ლისანდრო მარტინესის ტრანსფერი დააფინანსოს.

კატალონიელები მარტინესით სერიოზულად ინტერესდებიან. არგენტინელს მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ამოეწურება, თუმცა „იუნაიტედს“ ხელშეკრულების 12 თვით გახანგრძლივების ოფცია აქვს.

ახალი მცველის დამატებამდე კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გასხვისება სჭირდება, ამასობაში კი ბალდეს ჰანსი ფლიკის ხელში სათამაშო დროის დეფიციტი აქვს და ადგილი გარანტირებული აღარ აქვს.

(წყარო: Marca)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!