ქოვენთრი სიტის“ 14 წლის…
🚨 „ქოვენთრი სიტის“ 14 წლის გულშემატკივარი პოლიციას თავად ჩაბარდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის ბრედლი ლოუერის ფოტოს „სანდერლენდის“ ფანების დასაცინად იყენებდა. ინციდენტი შაბათს, პრემიერ ლიგის მატჩის დროს მოხდა.
ბრედლი 2017 წელს, სიმსივნით, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვესტ მიდლენდის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ბრედლის დედამ, ჯემამ, საზოგადოებას მოუწოდა, არ დაესხან თავს მოზარდსა და მის ოჯახს და იმედი გამოთქვა, რომ ის თავის შეცდომაზე ისწავლის.
(წყარო: The Guardian)