არსენალი“ „ატლეტიკო მადრიდის“…
🚨 „არსენალი“ „ატლეტიკო მადრიდის“ ნახევარმცველის, ალექს ბაენას ტრანსფერზე მუშაობს. ესპანელი ფეხბურთელის გადმობირება პირადად მიკელ არტეტას სურს.
„მეთოფეები“ მოლაპარაკებების დაწყებას მალე აპირებენ. ლონდონელები ბაენას სოლიდურ ხელფასსა და გუნდში მნიშვნელოვან როლს სთავაზობენ.
„ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელის დათმობას არ აპირებს და მოლაპარაკებების მაგიდასთან მხოლოდ განსაკუთრებული წინადადების მიღების შემთხვევაში დაჯდება.
(წყარო: El Nacional)