ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ…
🚨 ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ მოღვაწეობისას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას დეკლან რაისისა და ჰარი კეინის დამატებას სთხოვდა. 🔴
ნიდერლანდელის თქმით, კლუბს რაისის ტრანსფერზე მეტი ძალისხმევა უნდა ჩაედო, ხოლო კეინის მოსაყვანად ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ არცერთი გარიგება არ შედგა.
🗣️ ტენ ჰაგი: „ჩვენ ეს ფეხბურთელები ვერ დავიმატეთ და საბოლოოდ ისეთი მოთამაშეები მოვიყვანეთ, რომლებსაც პრემიერ ლიგის დონესთან ადაპტაცია სჭირდებოდათ. თუმცა ამ ფეხბურთელებთან ერთად ტიტულები მაინც მოვიგეთ.“
(წყარო: The Athletic)