რეალ მადრიდში“ სულ უფრო…



🚨 „რეალ მადრიდში“ სულ უფრო დარწმუნებულები არიან, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ვარსკვლავს, ჯეი ჯეი გაბრიელს დაიმატებენ.

16 წლის ფეხბურთელს სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშია — სწორედ მაშინ მოითხოვა მან კლუბის დატოვება. „იუნაიტედის“ მცდელობამ, დაერწმუნებინა ტალანტი დარჩენაში, შედეგი ვერ გამოიღო.

ფეხბურთელით ასევე „ბარსელონა“, „პსჟ“, „ბაიერნი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ ინტერესდებიან.

(წყარო: Teamtalk)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!