ლაიფციგის“ სკაუტმა რაფა…
🚨 „ლაიფციგის“ სკაუტმა რაფა გონსალესმა გაიხსენა, თუ როგორ აღმოაჩინა იან დიომანდეს ტალანტი მოედანზე მისი მხოლოდ ათწუთიანი თამაშის ყურების შემდეგ:
🗣️ „ჩემს საქმიანობაში საკუთარ ინტუიციას ვენდობი. მაშინვე შევამჩნიე ის თვისებები, რასაც ახლა მასში ყველანი ხედავენ — სისწრაფე, ინტენსივობა, გაბედულება, შრომისმოყვარეობა, ბურთის კონტროლი, ხასიათი, დაცვაში თამაშის უნარი და უკან დახევის სურვილი.
მოედანზე მხოლოდ ათი წუთი იყო შესული, მაგრამ ნანახი ძალიან მომეწონა. ჩავთვალე, რომ ძალიან განსაკუთრებული მოთამაშე იყო და იმ მომენტიდან მას ბევრად უფრო ყურადღებით ვაკვირდებოდი.
მისი ტრანსფერის მთავარ შემოქმედად თავს არ ვთვლი, რადგან შეთანხმების მიღწევაში მთელმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. გავაკეთე ის, რაც მევალებოდა, თუმცა ეს სპორტული დირექტორის მეთაურობით ჩატარებული გუნდური მუშაობა იყო.
ის „რეალ მადრიდში“ წარმატებას მიაღწევს — ამაში დარწმუნებული ვარ. მას აქვს ტალანტი, ხასიათი და პროგრესირების რესურსი. წნეხი დიდია, თუმცა ნდობის ფონზე ის ამ სოლიდურ ინვესტიციას ნამდვილად გაამართლებს.“ 🇨🇮🔍
(წყარო: Diario AS)