ნიუკასლ იუნაიტედი“ და…
🚨 „ნიუკასლ იუნაიტედი“ და „ევერტონი“ „გალათასარაის“ ნახევარმცველის, გაბრიელ სარას ტრანსფერზე მუშაობენ და იანვრისთვის ოფიციალურ წინადადებებს ამზადებენ.
27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტუაციას „ნაპოლი“ და „რომაც“ აკვირდებიან. მისით ადრე „ასტონ ვილა“ და „ბრაიტონიც“ ინტერესდებოდნენ.
„გალათასარაიმ“ მოლაპარაკებების დასაწყებად შესაძლოა 40 მლნ ევრო მოითხოვოს, თუმცა გარიგების დახურვა დაახლოებით 35 მლნ ევროდაც არის შესაძლებელი.
(წყარო: Fussball News)