ბრაიტონ ენდ ჰოუ ალბიონსა“ და…
🚨 „ბრაიტონ ენდ ჰოუ ალბიონსა“ და „ბარსელონაში“ „ესტორილის“ 18 წლის მცველს, ჯორდან არნოლინს აკვირდებიან.
„ბარსელონამ“ ახალგაზრდა პორტუგალიელის დასაკვირვებლად სკაუტი „პორტუს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩზე მიავლინა. ფეხბურთელის პროგრესს „ლილიც“ ყურადღებით ადევნებს თვალს.
არნოლინს როგორც ცენტრალური მცველის, ისე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია. ამ ეტაპზე დაინტერესებულ კლუბებს ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.
(წყარო: Record)