ალ ჰილალი“ „მანჩესტერ…
🚨 „ალ ჰილალი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტნის, ბრუნო ფერნანდეშის შეძენას იანვარში განიხილავს — შესაძლო ტრანსფერის ღირებულება 55 მლნ ევროა.
პორტუგალიელ ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულების განახლებაზე მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია.
„იუნაიტედს“ კონტრაქტის გაგრძელების ოფცია აქვს, თავად ფერნანდეშმა კი ჩემპიონატის 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
(წყარო: TuttoMercatoWeb)