ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი…
🚨 „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი „ბარსელონას“ ნახევარმცველ გავის პოტენციურ სატრანსფერო სამიზნედ განიხილავს.
22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში მოედანზე მხოლოდ 191 წუთი გაატარა — ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ ორჯერ დაიკავა.
ემერის გავისთვის ბევრად მნიშვნელოვანი როლის შეთავაზება შეუძლია, თუმცა ესპანელის მომავლის საკითხი იმაზე იქნება დამოკიდებული, დაიბრუნებს თუ არა ის „ბარსელონაში“ რეგულარულ სათამაშო დროს.
(წყარო: El Nacional Cat)