ევერტონში“ „ტოტენჰემ…



🚨 „ევერტონში“ „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ნახევარმცველის, კონორ გალაგერის დამატებას, სავარაუდოდ, აღარ შეეცდებიან. როგორც ცნობილია, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, კლუბი ამ ტრანსფერზე მუშაობას არ აპირებს.

დევიდ მოიესი პრიორიტეტს ახალ თავდამსხმელსა და მარცხენა მცველს ანიჭებს. ნახევარდაცვის ხაზი მის გუნდში ისედაც კარგად არის დაკომპლექტებული.

შეტევის გასაძლიერებლად „ევერტონში“ ნიკოლო ტრეზოლდის, დიონ ბელიოს, ესტებან ლეპოლისა და ორი ოსკარსონის კანდიდატურებს აკვირდებიან.

(წყარო: Teamtalk)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!