არსენალი იანვარში „ბორნმუთის“…
🚨 არსენალი იანვარში „ბორნმუთის“ თავდამსხმელის, ელი ჟუნიორ კრუპის ტრანსფერზე მუშაობას აჩქარებს, თუმცა ლონდონელებს კონკურენციას პსჟ-ც გაუწევს.
20 წლის ფეხბურთელი სამთვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. გასულ სეზონში მან პრემიერ ლიგაში 13 გოლის გატანა მოახერხა.
„ბორნმუთი“ სეზონის შუაში ფეხბურთელის დათმობას არ აპირებს. ამავდროულად, არსენალში „კლუბ ბრიუგეს“ ფორვარდით, ნიკოლო ტრეზოლდითაც ინტერესდებიან.
(წყარო: Football Insider)