მადრიდის „რეალი“ „არსენალის“…
🚨 მადრიდის „რეალი“ „არსენალის“ მცველს, რიკარდო კალაფიორის აკვირდება. ჟოზე მოურინიომ ის პრიორიტეტულ სამიზნედ მონიშნა.
მადრიდელებმა გამოკითხვა უკვე დაიწყეს და შესაძლოა, ზაფხულში ტრანსფერზეც იმუშაონ. ფეხბურთელის წარმომადგენლებმა „სამეფო კლუბის“ ინტერესის შესახებ უკვე იციან.
„არსენალში“ კალაფიორის გასხვისებას არ აპირებენ. კლუბი გეგმავს, რომ მცველს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, 2027 წელს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს.
(წყარო: Ekrem Konur)