ბარსელონაში მილანის ინტერის…
🚨 ბარსელონაში მილანის ინტერის მცველის, ალესანდრო ბასტონის ტრანსფერზე მუშაობას ანახლებენ. კლუბს ფეხბურთელის აგენტთან მუდმივი კონტაქტი აქვს.
27 წლის ფეხბურთელი ადრე 2031 წლამდე გათვლილ პირობებზე შეთანხმდა, თუმცა მოლაპარაკებების განახლებამდე ჰანსი ფლიკისგან გარანტიებს ითხოვს.
ინტერში ბასტონის 70 მლნ ევროდ აფასებენ. კლუბმა მას ახალი კონტრაქტიც შესთავაზა, თუმცა პირველადი წინადადება ფეხბურთელმა უარყო.
(წყარო: Sacha Tavolieri)