უნაი ემერი „ასტონ ვილასთან“…
🚨 უნაი ემერი „ასტონ ვილასთან“ ახალ კონტრაქტზე მუშაობას ასრულებს! კლუბის თავმჯდომარე ნასეფ სავირისთან მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა.
ახალი შეთანხმება მის კლუბში დარჩენას 2029 წლის შემდეგაც ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავდა, ემერი ბირმინგემში რჩება.
„ასტონ ვილაში“ ოთხშაბათს პოზიტიური მოლაპარაკებები გამართეს. კონტრაქტების გახანგრძლივებაზე რობერტო ოლაბესა და დამიან ვიდაგანისთანაც მიმდინარეობს მუშაობა.
(წყარო: Telegraph)