ლიდს იუნაიტედმა“ შესაძლოა…
🚨 „ლიდს იუნაიტედმა“ შესაძლოა იანვარში „ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჰარვი ელიოტი დაიმატოს, რომელიც „ვალენსიას“ ტოვებს.
ესპანური კლუბი იჯარის ვადაზე ადრე შეწყვეტას გეგმავს, თავად 23 წლის ფეხბურთელს კი სხვა ინგლისურ კლუბში სრულფასოვანი ტრანსფერით გადასვლა სურს.
„ლივერპულში“ ელიოტის გასხვისებისთვის მზად არიან. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მოსალოდნელია, რომ მის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი გამოიჩენს.
(წყარო: Football Insider)