რაფაელ ბენიტესს პრემიერ ლიგაში…



🚨 რაფაელ ბენიტესს პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს! მას შემდეგ, რაც მაისში „პანათინაიკოსი“ დატოვა, ესპანელი სპეციალისტი ინგლისში მუშაობის გაგრძელების სურვილს გამოთქვამს.

„ლივერპულისა“ და „ევერტონის“ ყოფილი მწვრთნელი ამჟამად უეფა-სთან თანამშრომლობს და შესაფერისი პროექტის მოლოდინშია.

ამ დროისთვის „მანჩესტერ იუნაიტედის“, „სანდერლენდის“, „კრისტალ პალასისა“ და „ნოტინგემ ფორესტის“ მწვრთნელების ადგილები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

(წყარო: Talksport)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!