ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ…
🚨 ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლაზე ფიქრობს. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შეფერხების გამო, პორტუგალიელის უკმაყოფილება იმატებს.
32 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულების 2030 წლამდე გახანგრძლივება სურს, თუმცა „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებისგან თავს იკავებს. სიტუაციას საუდის არაბეთისა და თურქეთის კლუბები აკვირდებიან.
მოლაპარაკებების გაგრძელება შესაძლოა შეფერხდეს, რადგან ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს კლუბში მაიკლ კერიკის მომავლის საკითხს განიხილავენ.
(წყარო: TEAMtalk)