არსენალი“ „ნიუკასლ იუნაიტედის“…



🚨 „არსენალი“ „ნიუკასლ იუნაიტედის“ მარჯვენა მცველით, ტინო ლივრამენტოთი კვლავ ინტერესდება! 23 წლის ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტიც“ აკვირდება.

მოთამაშეს მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობას მისი მომავლის დაზღვევა და ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს.

კლუბში ლივრამენტოს გასხვისებას არ ჩქარობენ, თუმცა თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან, „კაჭკაჭებს“ მისი გაყიდვა მომავალ ზაფხულს მოუწევთ.

(წყარო: Football Insider)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!