ანდორელი მეკარე ხესუს ოვონო…



🚨 ანდორელი მეკარე ხესუს ოვონო ფეხბურთიდან წასვლას განიხილავს. როგორც ცნობილია, ამის მიზეზი ტრაგიკული შეჯახებაა, რომელსაც ხესუს დე მიგელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოვონო მომხდარით განადგურებულია, განსაკუთრებით იმის გაცნობიერებით, რომ დე მიგელს მეუღლე და 18 თვის შვილი დარჩა.

მეკარე ამჟამად კლუბისგან ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებს და მომხდართან შეგუებას ცდილობს.

(წყარო: Daily Mirror)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!