ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ „მილანთან“…



🚨 „ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ „მილანთან“ ნახევარმცველ იუსუფ ფოფანას შესაძლო ტრანსფერზე პირველი კონტაქტი დაამყარა.

ფრანგმა ფეხბურთელმა „სევილიაში“ იჯარით ყოფნისას ყველა აღაფრთოვანა, რის გამოც მისით „იუვენტუსიც“ დაინტერესდა.

„მილანში“ ფოფანას გაყიდვას მომავალ ზაფხულს არ გამორიცხავენ. მას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, „სევილიას“ კი სრულფასოვანი ტრანსფერის გამოსასყიდად ფინანსური რესურსი არ ჰყოფნის.

(წყარო: Ficherio)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!