მადრიდის „რეალი“ და „პარი…
🚨 მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ „ასტონ ვილას“ მეკარეს, ზიონ სუზუკის აკვირდებიან. იაპონელმა ფეხბურთელმა შთამბეჭდავი გამოსვლებით გრანდების ყურადღება მიიპყრო.
24 წლის იაპონიის ნაკრების წევრი „არსენალის“, „მანჩესტერ სიტის“, „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ თვალსაწიერშიც მოხვდა.
„ასტონ ვილაში“ სუზუკის გასხვისებას არ აპირებენ. ფეხბურთელი გუნდს გასულ ზაფხულს 30 მლნ ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
(წყარო: Teamtalk)