დეშამმა „იუნაიტედს“ უარი უთხრა! ქარიქის სავარძელი იწვის – გადაარჩენს რიმასთან ქამბექი?


ფოტო: standard.co.uk

„ოლდ ტრაფორდზე“ ნამდვილი საფეხბურთო დრამა ვითარდება! თუ გგონიათ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვნებები ჩცხრა, ძალიან ცდებით. კლუბის ხელმძღვანელობამ სამწვრთნელო სავარძლის გაძლიერება ცნობილი ფრანგი სპეციალისტით, დიდე დეშამით სცადა, თუმცა გავრცელებული ცნობებით, დეშამმა „წითელ ეშმაკებს“ უარი უთხრა და შეთავაზება არ მიიღო.

ქარიქი უფსკრულის პირას
მაიკლ ქარიქისთვის ბოლო კვირები ნამდვილ კოშმარად იქცა. გუნდს ყველა ტურნირზე 8-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა — ასეთი მძიმე კრიზისი „იუნაიტედს“ 1988/89 წლების სეზონის შემდეგ არ უნახავს!

ტრიბუნებზე უკვე ღიად საუბრობდნენ სამწვრთნელო ცვლილებაზე, თუმცა ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩში „რომასთან“ გუნდმა ნამდვილი ქამბექი შემოგვთავაზა. საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ, „ოლდ ტრაფორდმა“ ძველი ხასიათი აჩვენა და 3:2 გაიმარჯვა.

კვირა გარდამტეხი იქნება
მოუტანს თუ არა ეს გამარჯვება ქარიქს სიმშვიდეს? ნაკლებად. ინფორმაციით, მისი მომავლისთვის კვირას „ასტონ ვილასთან“ გასამართი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება.

პრობლემებს ისიც ამწვავებს, რომ გუნდს მარცხენა მცველის პოზიციაზე კატასტროფული საკადრო დეფიციტი აქვს. ლუკ შოუ და პატრიკ დორგუ სერიოზული ტრავმების გამო დიდხანს გამოეთიშნენ მოედანს. ქარიქს იძულებითი ექსპერიმენტები უწევს: დიოგუ დალო, ნუსაირ მაზრაუი და ახალგაზრდა ცენტრალური მცველი აიდენ ჰევენიც კი მოსინჯეს მარცხნივ, თუმცა ამ გადაწყვეტილებებს დიდი წარმატება არ მოუტანია.

ახლა ყველაფერი „ასტონ ვილასთან“ მატჩზეა დამოკიდებული. ნახავს თუ არა ქარიქი გამოსავალს, თუ „იუნაიტედი“ ახალი მწვრთნელის ძებნას გააგრძელებს? ადევნეთ თვალი მოვლენებს Estadio.ge-ზე, წინ დიდი ფეხბურთია!

წყარო: standard.co.uk
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!