ბარსელონამ“ მარკ ბერნალთან…



🚨 „ბარსელონამ“ მარკ ბერნალთან კონტრაქტის 2031 წლის ივნისამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია. ახალი ხელშეკრულება 500 მლნ ევროს ოდენობის გამოსასყიდ პუნქტს მოიცავს.

20 წლის ნახევარმცველი გასულ ზაფხულს პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თვალსაწიერში იყო.

„ბარსელონაში“ ვარაუდობენ, რომ განახლებულ კონტრაქტს ოფიციალურად სანაკრებო პაუზის შემდეგ გააფორმებენ. ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება 2029 წლამდეა გათვლილი.

(წყარო: Mundo Deportivo)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!