დორტმუნდის „ბორუსიაშ„ მთავარი
მწვრთნელი ტომახ ტუხელი „მაინცთან“
ანგარიშით 2:0 მოგებული მატჩით
კმაყოფილი დარჩა. „ზედიზედ სამ მატჩში ფრედ
ვითამაშეთ, რის შემდეგაც მიუნხნეში
დავმარცხდით. ცოტახანში სანაკრებო
პაუზაც დაიწყო. ძალიან კმაყოფილი ვარ,
თუ რა რეაქცია გამოავლინეს ამ
სიტუაციაში მოთამაშეებმა და მოგება მოახერხეს. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში?
დამიჯერეთ, მოგება მნიშვნელოვანი არა
ჩემთვის, არამედ მთლიანად
გუნდისთვის იყო, რადგან აქ მოგება
ადვილი არავისთვისაა“, – აღნიშნა
ტუხელმა.