პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
17 ოქტ 2015, 13:49
"ევერტონი" - "მანჩესტერ
იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "გუდისონ
პარკი", ლივერპული
მონაცემი: ინგლისის
პრემიერ ლიგა, მე-9 ტური
თარიღი: შაბათი, 17
ოქტომბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ჯონათან
მოსი
მატჩის დასაწყისი: 18:00,
(ჩვენი დროით)
-
"ევერტონი"
ტრავმირებულები:
ქლევერლი, ბეინსი, ჰიბერტი,
სტოუნზი, ბეშიჩი, პიიენარი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ:
ქლევერლი, პიიენარი
განაცხადი: Howard, Robles,
Jagielka, Stones, Funes Mori,
Coleman, Browning,
Galloway, Oviedo, McCarthy,
Barry, Barkley, Gibson,
Osman, Cleverley, Pienaar,
Lennon, McGeady, Naismith,
Deulofeu, Rodriguez, Kone,
Lukaku, Mirallas.
როგორც მოსალოდნელია,
"კანფეტებს" ტრავმის
მოშუშების შემდეგ სტოუნზი
და კოულმენი
დაუბრუნდებიან,
ნახევარმცველები
ქლევერლი და პიიენარი
ასევე მზად უნდა იყვნენ
მატჩისთვის.
დისკვალიფიკაციის შემდეგ
შემადგენლობას უბრუნდება
მირალიაშიც.
-
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ,
იანგი, მაკნეირი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero,
Blind, Rojo, Smalling, Jones,
Darmian, Valencia,
Schneiderlin,
Schweinsteiger, Carrick,
Herrera, Pereira, Fellaini,
Mata, Depay, Young, Rooney,
Martial, Wilson.
"იუნაიტედის"
შემადგენლობას ტრავმის
მოშუშების შემდეგ რუნი და
კერიკი უბრუნდება, ასევე
ერერა, როხო და
შვაინშტაიგერი, რაც შეეხება
იანგსა და მაკნეირს, მათ
ლაზარეთი შეავსეს.
-
"ევერტონი"
მე-7 ადგილი, 13 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-
ფ-მ-ფ-მ-ფ
"ევერტონმა" პრემიერ
ლიგაში ჩატარებულ ბოლო 8
შეხვედრაში მხოლოდ 1
წააგო - 3 მოგება, 4 ფრე, 1
წაგება.
რობერტო მარტინესის
გუნდმა "გუდისონ პარკზე"
ჩატარებული ბოლო 6
მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო
- 1 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.
"კანფეტებმა" ვერც ერთ ამ
მატჩში ვერ მოახერხეს
კარის "მშრალად"
შენარჩუნება.
"ევერტონი" ერთადერთი
გუნდია მიმდინარე სეზონის
პრემიერ ლიგაში, რომელსაც
მოწინააღმდეგის კარში
გოლი სტანდარტული
მდგომარეობიდან არ
გაუტანია.
-
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-3 ადგილი, 16 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-
წ-მ-მ-მ-წ
მიმდინარე სეზონში ორი
მარცხი "მანჩესტერ
იუნაიტედმა" გასვლით
მატჩებში განიცხადა.
პრემიერ ლიგაში
ჩატარებული ბოლო 8
გასვლითი შეხვედრიდან
"იუნაიტედმა" ნახევარი
წააგო - 3 მოგება, 1 ფრე, 4
წაგება.
ლუი ვან გაალის
ხელმძღვანელობის ქვეშ
"იუნაიტედმა" პრემიერ
ლიგაში გასვლაზე
ჩატარებულ 23 მატჩში
მხოლოდ 8 მოიგო - 8
მოგება, 8 ფრე, 7 წაგება. ვან
გაალი დევიდ მოიესს
გასვლით მატჩებში
ნაჩვენები შედეგების მხრივ
2 გამარჯვებით ჩამორჩება
(10 მოგება 18 შეხვედრაში),
თუმცა გუნდის სათავეში 5
ასეთი შეხვედრით მეტი
ჩაატარა.
"წითელმა ეშმაკებმა"
პრემიერ ლიგის ბოლო 8
თამაშიდან 4-ში კარის
"მშრალად" შენახვა
მოახერხეს.
-
მოთამაშეების შესახებ
ცნობები და პოტენციური
რეკორდები
"ევერტონი"
წამყვანი ბომბარდირი:
ლუკაკუ - 7 გოლი (5
ლიგაში)
"ევერტონისა" და ინგლისის
ნაკრების რიგებში
მიმდინარე სეზონში
ჩატარებულ 14 მატჩში როს
ბარკლიმ 5 გოლი გაიტანა,
მანამდე კი ამავე
რაოდენობის გოლი 63
მატჩში ჰქონდა გატანილი.
თუ მოედანზე დარონ
გიბსონი, ტიმ ჰოვარდი და
ტომ ქლევერლი გავლენ,
თავიანთი ყოფილი
გუნდების წინააღმდეგ
ითამაშებენ.
-
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები:
რუნი - 5 გოლი (1 ლიგაში),
მარსიალი - 4 გოლი (3
ლიგაში).
თუ მოედანზე უეინ რუნი
გავა, თავისი ყოფილი
გუნდის წინააღმდეგ
ითამაშებს. ფორვარდს
"გუდისონ პარკზე" 2007
წლის აპრილის შემდეგ
ჩატარებულ 6 მატჩში არ
გაუტანია, ხოლო უშუალოდ
გასვლით შეხვედრებში 2014
წლის ნოემბრის შემდეგ
ჩატარებულ 17 მატჩში.
რუნის ორი გოლი სჭირდება
იმისათვის, რომ დენის
ლოუსთან კლუბის ყველა
დროის მეორე საუკეთესო
ბომბარდირის წოდება
გაიყოს - 237 გოლი.
მხოლოდ ბობი ჩარლტონს
აქვს "მანჩესტერ
იუნაიტედში" გატანილი
უფრო მეტი გოლი (249).
ანტონი მარსიალი,
რომელიც სექტემბრის თვეში
პრემიერ ლიგის საუკეთესო
ფეხბურთელად დასახელდა,
ბურთს მეტოქის
საჯარიმოში უფრო მეტჯერ
შეეხო, ვიდრე პრემიერ
ლიგის ნებისმიერი სხვა
მოთამაშე - სათამაშო
დროის მინიმუმ 90 წუთის
განმავლობაში ყოველ 9,2
წუთში ერთხელ.
"იუნაიტედმა" ოთხი მატჩი
მოიგო მიმდინარე სეზონში,
როცა სასტარტო
შემადგენლობაში ბასტიან
შვაინშტაიგერი არ იყო და
პირიქით, მასთან ერთად
მხოლოდ 1 მოიგო ოთხიდან
(+1=1-2)
ურ
-
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა
ტურნირის ეგიდით 190-ჯერ
შეხვდნენ. "ევერტონმა" 66-
ჯერ მოახერხა გამარჯვება,
"იუნაიტედმა" 82-ჯერ,
ხოლო 42 მატჩი ფრედ
დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა"
"გუდისონ პარკზე" პრემიერ
ლიგაში გამართული ბოლო
სამი მატჩი წააგო - 2012
წლის აგვისტოს 1-0, 2014
წლის აპრილს 2-0, 2015
წლის აპრილს 3-0. მანამდე
"კანფეტებს" "გუდისონ
პარკზე" "მანჩესტერ
იუნაიტედის" წინააღმდეგ
ჩატარებულ 20 მატჩში
მხოლოდ 3 გამარჯვება
ჰქონდათ.
"ევერტონი" "მანჩესტერ
იუნაიტედის" წინააღმდეგ
ზედიზედ მეოთხე საშინაო
გამარჯვების მოპოვებას
ეცდება.
ბოლოჯერ "წითელი
ეშმაკები" ჩემპიონატში
"გუდისონზე" ზედიზედ
ოთხჯერ 1984 წლის 27
ოქტომბრიდან 1987 წლის
19 სექტემბრამდე პერიოდში
ჩატარებულ მატჩებში
დამარცხდნენ.
ამ გუნდებს შორის ყველაზე
დიდი ანგარიში "გუდისონ
პარკზე" 1977 წლის
"ბოქსინგ დეიზე"
დაფიქსირდა, როცა
"იუნაიტედმა" 6-2 იმარჯვა.
ურ
კომენტარები (4)
ავატარი Iunaitedi17 ოქტ 2015, 13:50
3 welia saxshi evertontan ver vigebt da dgesac gagvijirdeba magrad. Imedia fres mainc davdebt.
ავატარი Hazard17 ოქტ 2015, 14:26
Ronbalichi-Gio7, 😃 gagijirdebat jma aba ra iqneba
ავატარი Iunaitedi17 ოქტ 2015, 14:29
Hazard, 😃dges raginda gasartobi gvaaqvs medashen😃 shen manchesterze ikaifeb me chelsze😃
ავატარი Hazard17 ოქტ 2015, 14:49
Ronbalichi-Gio7, ra ici iqneb sxvasac vekaifot 😃
სიახლეები | Iunaitedi | პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"