კლოპი: “0:0-ზე არ ვოცნებობდი, თუმცა კმაყოფილი ვარ”
17 ოქტ 2015, 20:57
მერსისაიდული “ლივერპულის”
მთავარი მწვრთნელი იურგენ
კლოპი ლონდონის
“ტოტენჰემთან” გამართული
შეხვედრის შემდეგ (0:0)
კომენტარს აკეთებს.
“0:0 – ეს არ არის ის
რეზულტატი, რომელზეც
ვოცნებობდი, თუმცა ჩემი
გუნდის თამაშით მაინც
კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი
იმიტომ ვარ, რომ დღეს ბევრი
კარგი რამ ვნახე. პირველი 20
წუთის განმავლობაში ჩვენი
პრესინგი შესამჩნევი იყო და
საკმაოდ აქტიურებიც ვიყავით.
ჩვენი მოთამაშეები ბურთის
მიღების დროს
ნერვიულობდნენ. ამ მატჩში ჩვენ
ძალიან დიდი ენერგია
დავხარჯეთ. აქვე დავამატებ,
რომ ჩემს მოთამაშეებთან 3
დღიანი მუშაობის შემდეგ მათი
თამაშით კმაყოფილი დავრჩი.”,
– განაცხადა იურგენ კლოპმა.
წყარო: Mirror
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Iunaitedi | კლოპი: “0:0-ზე არ ვოცნებობდი, თუმცა კმაყოფილი ვარ”