ბაიერნმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა
17 ოქტ 2015, 20:58
ბრემენის ვერდერის
დამარცხების შემდეგ, მიუნხენის
ბაიერნი გახდა ბუნდესლიგის
ისტორიაში პირველი გუნდი,
რომელმაც ჩემპიონატის
პირველი 9 შეხვედრა მოიგო.
მატჩის ერთადერთი გოლი
ტომას მიულერი ანგარიშზეა,
რომელმაც გამარჯვების გოლი
23 წუთზე გაიტანა. ამ
გამარჯვებით
“რეკორდმაისტერი” 7 ქულით
უსწრებს უშუალო კონკურენტ
დორტმუნდის ბორუსიას.
აღსანიშნავია, რომ მიულერის
გოლი მეასე იყო ბაიერნისთვის
2015 წელს, 26 წლის
ფორვარდისთვის კი მეცხრე
გოლი იყო ბუნდესლიგის
წლევანდელ სეზონში.
მიუნხენური გუნდი შემდეგ
შეხვედრას 24 ოქტომბერს,
კიოლნის წინააღმდეგ
გამართავს.
წყარო: Sky Sport Germany
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Iunaitedi | ბაიერნმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა