ბრიტანული პრესის თანახმად,
ლონდონის “ჩელსი” აქტიურადაა
დაინტერესებული მადრიდის “რეალის”
ახალგაზრდა შემტევის ხესე
როდრიგესის შეძენით. ცნობილია, რომ არისტოკრატები მის
გადმობირებას ზამთრის სატრანსფერო
ფანჯრის დროს შეეცდებიან, თუმცა
ჯერჯერობით მათ ოფიციალური
შეთავაზება არ გაუკეთებიათ. მოგეხსენებათ, ხესე სამეფო კლუბის
აღზრდილია და ძირითად გუნდში 2011
წლიდან ირიცხება. “რეალში” მას 8
გოლი აქვს გატანილი.