უეინ მეორე
18 ოქტ 2015, 13:40
17 ოქტომბერს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” მატჩის 62-ე წუთზე უეინ რუნი ლივერპულელთა ამერიკელ გოლკიპერ ტიმ ჰოვარდთან პირისპირ გაიჭრა და თავისი ყოფილი კლუბის კარი დალაშქრა. ეს რუნის 187-ე საპრემიერლიგე გოლი გახლავთ. ამ მაჩვენებლით უეინი კიდევ ერთ ოლდ ტრაფორდელ ენდი კოულს გაუთანაბრდა, ინგლისის პრემიერლიგაში კი შედეგიანობის საუკეთესო მაჩვენებელი 260 გოლით ალან შირერს აქვს.
პრემიერლიგაში უეინ რუნიმ თავი პირველად 2002 წლის 19 ოქტომბერს გამოიჩინა, როდესაც ჯერ კიდევ 16 წლისამ ჩრდილოლონდონის “არსენალს” გაუტანა. 2004 წლის სექტემბრიდან რუნი მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” გადავიდა, “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში დებიუტი კი მართლაც შთამბეჭდავი ჰქონდა. 28 სექტემბერს “მანჩესტერმა” საგარეო საჩემპიონთალიგე ასპარეზობა ჩაატარა სტამბოლში “ფენერბახჩესთან”, უეინმა კი სადებიუტო ასპარეზობაში ჰეთ თრიკი მიითვალა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინათ უეინი ინგლისის ნაკრების რეკორდსმენი გახდა გატანილ გოლთა რაოდენობით (51) და ლეგენდარული ბობი ჩარლტონის 45 წლიანი მიღწევა გააუმჯობესა.
კომენტარები (3)
ავატარი Nukri18 ოქტ 2015, 14:31
Ver miaghwevs pirvel adgils
ავატარი Hazard18 ოქტ 2015, 15:07
Nukro-6, ai dardi 😃
ავატარი Dzirsbarsaa18 ოქტ 2015, 15:12
😃 😃
სიახლეები | Gaucho | უეინ მეორე