რაიო ვალეკანოს შორის. მატჩი
ლუის ენრიკეს გუნდის
გამარჯვებით 5-2 დასრულდა.
როგორც იცით გუნდს ვერ
ეხმარება ლიონელ მესი და
ანდრეს ინიესტა. მათი
არყოფნის მიუხედავად
კატალონიელებმა მაინც
დაამარცხეს მადრიდული
კლუბი.
შეხვედრა მოულოდნელად
დაიწყო, მეთხუთმეტე წუთზე
სტუმრები დაწინაურდნენ
გუერას გოლით. თუმცა პირველ
ტაიმშივე ბარსამ მოახერხა წინ
გასვლა, ნეიმარმა ჯერ 22-ე,
შემდეგ 32-ე წუთებზე 2
პენალტის გატანა მოახერხა.
მეორე ტაიმში ბრაზილიელმა
კიდევ 2ჯერ დაამწუხრა
ვალეკანო როცა 2 წუთის
ინტერვალში 2 გოლი გაუტანა
მათ. 77 წუთზე ნეიმარმა საგოლე
გადაცემაც მიითვალა, როდესაც
სუარეს გაატანინა და ანგარიში
5-1 გახადა. 86 წუთზე
ჯოზაბედმა ანგარიში შეამცირა 3
ბურთამდე.
აღსანიშნავია, რომ 23 წლის
ვარსკვლავისთვის ეს იყო
პირველი პოკერი ბარსელონას
შემადგენლობაში. ნეიმარი ასევე
ბომბარდირთა დავას უდგას
სათავეში, მის ანგარიშზე უკვე 8
გოლია.
წყარო: Football espana