გუნდი, რომელიც ნაიკის ლოგოსაც კი არ იხატავდა მაისურზე.
18 ნოემბერი 2016, 18:14

2011 წელს, ისტორიაში პირველად "ბარსელონამ" მაისურზე რეკლამა გაყიდა.

116-წლიანი ისტორიის განმავლობაში კატალონიელები მყარად იდგნენ პოზიციაზე და არ სურდათ, რომ მათ მაისურზე რომელიმე კომპანიის ლოგო ყოფილიყო გამოსახული.

ასევე, 2000 წლამდე "ბარსელონა" "ნაიკის" ლოგოსაც კი არ აჩენდა მაისურზე, რომელიც მათ საფეხბურთო ფორმებს უკერავდა.

პირველად, "ბარსელონას" საფეხბურთო მაისურზე წარწერა 2006 წელს გამოჩნდა, თუმცა ეს რეკლამა არ ყოფილა. UNICEF-ს კატალონიელებმა სოლიდარობა გამოუცხადეს და არანორმალური თანხის რეკლამა უფასოდ გაუკეთეს.

რაც შეეხება 2016 წელს, "ბარსელონა" მალე ახალ სპონსორს დაარეკლამებს.

ცნობილია, რომ გუნდმა ხელშეკრულება იაპონურ კომპანიასთან, Rakuten-თან გააფორმა. ზემოთხსენებული კომპანია ინტერნეტ გაყიდვებს აწარმოებს.

Rakuten-ის ლოგოს "ბარსელონა" მომავალი 4 წლის განმავლობაში ატარებს და ამის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს მიიღებს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Iunaitedi | გუნდი, რომელიც ნაიკის ლოგოსაც კი არ იხატავდა მაისურზე.