წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის წოდებისთვის 5 ფეხბურთელი იბრძოლებს, მათ შორის "ლესტერის" შემტევი რიად მაჰრეზი.
მაჰრეზს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად ობამეიანგი, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და ისლამ სლიმანი შეეცილებიან.
2015 წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის პრიზი ობამეიანგს გადაეცა. "დორტმუნდის" ფორვარდს შანსი აქვს ზედიზედ მეორედ გახდეს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშე.