მანჩესტერში მოურინიოს გაშვებას და გიგზის მოყვანას ითხოვენ

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგების გარკვეული ნაწილი ჟოზე მოურინიოს წასვლას ითხოვს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა პრემიერ ლიგაში კვლავ ვერ შეძლო გამარჯვება. თანაც, ამ ყველაფერს უსახური თამაში ემატება... სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად წერენ, რომ მოურინიო უნდა წავიდეს და მის მაგივრად რაიან გიგზი მოიყვანონ. როგორც გახსოვთ, უელსელი ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო, თუმცა მან ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა არ ისურვა და წავიდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პორტუგალიელი ნაადრევად გაუშვას "იუნაიტედმა", თუმცა ფაქტია, რომ მან ჯერ კიდევ ვერ შეძლო გუნდის დალაგება. იუნაიტედის ოფიციალურ გვერდზე ამ კომენტარმა ყველაზე მეტი ლაიქი მოაგროვა.
გაზიარებული სიახლეორიგინალი წაშლილია

კომენტარები 7

ავატარი
gigizi fergis gzas gaagrdzelebs.
ავატარი
Iunaitedi, mashin jer joze iyos jobia 😃
ავატარი
Hazard, tqven geshiniat 😃
ავატარი
Iunaitedi, bolo tamashis shedegi dagaviwyda etyoba 😃
ავატარი
Hazard, chven davbrundebit 😃
ავატარი
Iunaitedi, ra didasavit melaparakebi 😃
ავატარი
Hazard, 😃 me mesmis didasi 😃 isic gamigebs 😃