იკერ კასილასის სასწაული სტატისტიკა პორტოში
"პორტოს" ესპანელ მეკარეს იკერ კასილასს "პორტოს" რიგებში მიმდინარე სეზონში სასწაული სტატისტიკა აქვს დაფიქსირებული. კასილასს პორტუგალიის ჩემპიონატში მხოლოდ 5 გოლი აქვს გაშვებული, საშუალოდ ის ერთ თამაშში 0,43 გოლს უშვებს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია თავის კარიერაში. აქამდე კასილასის საუკეთესო შედეგი საშუალოდ მატჩში 0.81 გოლი იყო, როცა "რეალის" მაისურით მან 37 ჩატარებულ მატჩში 30 გოლი გაუშვა. საინტერესოა რა მაჩვენებელი ექნება კასილასს სეზონის ბოლოს.
გაზიარებული სიახლეორიგინალი წაშლილია
კომენტარები 1