ლიონელ მესი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა!
30 ნოემბერი 2016, 15:39
ლიონელ მესი და მთელი არგენტინის ნაკრები სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა! თვითმფრინავი, რომელიც დღეს ჩამოვარდა, 2 კვირის წინ არგენტინის ნაკრებს ემსახურებოდა... დღეს, კოლუმბიის ქალაქ მედელინში ბრაზილიური გუნდის, "შაპეკოენსეს" თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ეკიპაჟზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც 76 გარდაიცვალა 5 კი გადარჩა. Lamia RJ85 სამხრეთ ამერიკულ გუნდებსა და ნაკრებებს ემსახურებოდა. ამ თვითმფრინავით ხსირად უმგზავრია ერთ- ერთ საუკეთესო კოლუმბიურ გუნდს, "ატლეტიკო ნასიონალსაც". თუმცა, 2 კვირის წინ ამ თვითმფრინაში ლიონელ მესი და მთელი არგენტინის ნაკრები იმყოფებოდა. ისინი ბრაზილიიდან არგენტინაში ბრუნდებოდნენ. როგორც გახსოვთ, 2 კვირის წინ, სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბრაზილიამ არგენტინას უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი, თუ რატომ ჩამოვარდა თვითმფრინავი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიად ტექნიკური გაუმართავობა სახელდება. ამრიგად, არგენტინელები გადარჩნენ, რომ თვითმფრინავი ტექნიკურად 2 კვირის წინ არ გაფუჭდა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ლიონელ მესი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა!