ჯოვანი სიმეონე: "ატლეტიკოში თამაში ჩემი ოცნებაა"
"ჯენოას" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯოვანი სიმეონემ, რომელმაც "იუვენტუსს" ორი გოლი გაუტანა, თავის საოცნებო გუნდი დაასახელა. "ატლეტიკოში თამაში ჩემი ოცნებაა. არა იმიტომ, რომ ამ გუნდის მწვრთნელი მამაჩემია. უბრალოდ, ატლეტიკო ძალიან კარგი გუნდია", - აცხადებს სიმეონე. ჯოვანი სიმეონე ყველასთვის ცნობილი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟია. "ჯენოამდე" კი არგენტინის ჩემპიონატში თამაშობდა.
გაზიარებული სიახლეორიგინალი წაშლილია
კომენტარები 0