შოუ: "მოზესი ყველაზე ძლიერი შემტევია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია"
უცნაური განცხადება გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა ლუკ შოუმ, რომელმაც ყველაზე ძლიერი შემტევი მოთამაშე დაასახელა. "მოზესი ძალიან მობილური ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის ყველაზე ძლიერი შემტევია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. მოზესი უბრალოდ ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. როცა საუთჰემპტონში ვთამაშობდი, მოზესს პირველად მაშინ ვეთამაშე და მივხვდი, თუ რა დონის მოთამაშე იყო ის", - აცხადებს შოუ, რომელსაც აზარის, ვილიანის, სანჩესის, აგუეროს და სხვა მაღალი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ უთამაშია.
გაზიარებული სიახლეორიგინალი წაშლილია
კომენტარები 0