იტალიური “მილანი”, რომელიც ამ სეზონში
კარგად გამოიყურება და მეორე ადგილზეა
ჩემპიონატში, შემადგენლობის გაძლიერებას
აპირებს. corriere dello sport-ის
ინფორმაციით, “როსონერის” ზაფხულში
მადრიდის “რეალიდან” მატია კოვაჩიჩისა და ისკო ალარკონის შეძენა განუზრახავს.
ორივე მოთამაშეს წელს სათამაშო პრაქტიკა
აქვთ მადრიდში, მაგრამ მილანში
იმედოვნებენ, რომ მათ დაყოლიებას
მოახერხებენ.
ისკომ მიმდინარე სეზონში 13 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და სამი საგოლე
გადაცემა მიითვალა, ხოლო კოვაჩიჩმა 16
თამაშში ერთხელ გაიტანა.