კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელებზე ბოლო დროს დიდი ტაციაობაა და ლიდერებს უდიდესი პრობლემები შეექმნათ.
მესის, ნეიმარს, მაშერანოს და სხვებს ფინანსურ მაქინაციებში და გადასახადის დამალვაში ადანაშაულებენ. კატალონიელებს ამის გამო ხშირად სასამართლოში უწევთ ხოლმე გამოცხადება და ესპანური სასამართლო ზოგჯერ ზედმეტად დაუნდობელია.
Marca-ს თანახმად, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება "ბარსას" ლეგენდარულ კამერუნელ ფეხბურთელს, სამუელ ეტო'ოს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ პროკურატურამ გამარჯვების შემდეგ საპროცესოზე შეთანხმდეს და სამუელისგან მხოლოდ თანხის გადახდა მოითხოვოს, რაც მესის და მაშერანოს შემთხვევაში მოხდა.
ჯერჯერობით ეტო'ო კომენტარს არ აკეთებს.