დარიო სრნა და “ბარსელონა” გადაწყდა
30 ნოემბერი 2016, 23:31
დარიო სრნა თითქმის “ბარსელონას”
ფეხბურთელია. ავტორიტეტულ ესპანურ
გამოცემა “ასის” ცნობით, 34 წლის
ფეხბურთელმა შესაძლოა, უკვე უახლოეს
დღეებში გააფორმოს წინასწარი კონტრაქტი
ესპანეთის ჩემპიონთან. 34 წლის ხორვატი “კამპ ნოუზე” ზამთარში გადაბარგდება
თავისუფალი აგენტის სტატუსით.
დარიოს დონეცკის “შახტართან”
ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს
ეწურება, თუმცა კონტრაქტს 6 თვით ადრე
გაყწვეტს, რაც მას “ბარსაში” უფასოდ გადასვლის საშუალებას მისცემს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი
ფეხბურთელი კატალონიელებთან 2018
წლის ზაფხულამდე გააფორმებს
კონტრაქტს.
“ბარსელონა” დანი ალვეშის გასხვისების შემდეგ მარჯვენა მცველს გამალებით
ეძებდა და როგორც ჩანს, არჩევანი დარიო
სრნაზე შეჩერდა. ისე კი, შეგახსენებთ, რომ
საუბარი სტეფან ლიხშტაინერის შესახებაც
იყო.
კომენტარები (1)
ავატარი RONBAL30 ნოემბერი 2016, 23:34
34io! Vigaca mgonia ro gangeb angrevs barsas😃
სიახლეები | Hazard | დარიო სრნა და “ბარსელონა” გადაწყდა