"ბარსელონას" თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა "ერკულესთან" მატჩის შემდეგ (1:1) კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელმა მეტოქის კარის აღება კვლავ ვერ შეძლო.
"პირველი, თუ ვისაც სურს ჩემი გოლები, ეს თავად მე ვარ. ბევრს უნდა, რომ "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლი გავიტანო და სტრესისგან განვთავისუფლდე. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვუშვებ ხელებს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი დარტყმების შემდეგ ბურთი მეტოქის კარში არ შედის. არ მიმართლებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი შეიცვლება." - განაცხადა ალკასერმა.
ალკასერი "ბარსელონას" მიმდინარე სეზონში, "ვალენსიადან" შეუერთდა.