ჩელსიმ გვარდიოლას მანჩესტერი საკუთარ მოედანზე შეარცხვინა
4 დეკ 2016, 01:51
ბრწყინვალე ფორმაშია ლონდონის “ჩელსი”,
რომელმაც გასვლაზე უშუალო კონკურენტი
“მანჩესტერ სიტი” დაამარცხა და
პრემიერლიგაში ზედიზედ მერვე
გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული, სანახაობრივი და ბევრი საგოლე მომენტით დახუნძლული
გამოდგა. საწყის 45 წუთში ორივე გუნდმა
რამდენიმე ძალიან კარგი შანსი გაატანა
ქარს, თუმცა გოლი მაინც გავიდა: 45-ე
წუთზე ხესუს ნავასის ჩაწოდებულს გარი
კეჰილის ავტოგოლი მოჰყვა და ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით
დაიწყო, მათ ანგარიშის გაზრდის რამდენიმე
დიდებული შანსი ჰქონდათ, რომელთაგან
გამოსაყოფი კევინ დე ბრუინის 100%-იანი
მომენტია: ბელგიელმა მოთამაშემ დაახლოებით ორი მეტრიდან ცარიელ კარში
ვერ შეძლო გატანა - ბურთი ხარიხას
გაარტყა.
ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო
“ქალაქელები” დაისაჯნენ: მე-60 წუთზე
დიეგო კოშტა ჩინებულად გაისარჯა, ნიკოლას ოტამენდის იოლად გაუსწორდა და
კლაუდიო ბრავოს აუღებელი დაურტყა. 10
წუთში “ჩელსი” უკვე დაწინაურდა:
სტუმრებმა შესანიშნავი კონტრშეტევა
განახორციელეს, კოშტას პასით ვილიანი
მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავის გუნდი დააწინაურა. 90-ე წუთზე კი,
“არისტოკრატებმა” მორიგი შედეგიანი
შეტევა განახორციელეს, რომელიც ედენ
აზარის გოლით დასრულდა – 1😺.
შეხვედრის ბოლო წუთებზე ვითარება
ძალიან დაიძაბა. სერხიო აგუერომ დავიდ ლუისის წინააღმდეგ ძალიან უხეშად
ითამაშა, რასაც სხვა მოთამაშეებს შორის
შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რაც საბოლოოდ
იმით დასრულდა, რომ აგუეროს გარდა,
მსაჯმა მოედნიდან ფერნანდინიოც გააძევა,
რომელიც ფაბრეგასის წინააღმდეგ არასპორტული საქციელით გამოირჩა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელმა
მოთამაშემ პირველმა გაარტყა მეტოქეს და
გაძევებას ისიც იმსახურებდა.
იმარჯვეს სხვა ლონდონურმა კლუბებმაც:
“ტოტენჰემმა” “უაით ჰართ ლეინზე” აუტსაიდერი “სუონსი” მიიღო და 5
უპასუხო ბურთი გაუტანა. “არსენალმა”
გასვლაზე თანაქალაქელი “ვესტ ჰემი”
გაანადგურა. გამოსარჩევია, ალექსის
სანჩესის ჰეთ-თრიკი, ხოლო “კრისტალ
პალასმა” წაგებათა 6-მატჩიანი სერია შეწყვიტა და საკუთარ მოედანზე
“საუთჰემპტონი” გაანადგურა.
გასავარდნ ზონას მიუახლოვდა მოქმედი
ჩემპიონი “ლესტერი”, რომელიც გასვლაზე
“სანდერლენდთან” დამარცხდა. “სტოკმა”
შინ “ბარნლი” დაამარცხა, ხოლო “ვესტ ბრომვიჩმა” საკუთარ მოედანზე
“უოტფორდს” სძლია. მანჩესტერ სიტი – ჩელსი 1😺 (1:0) მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი” მანჩესტერ სიტი (3-4-2-1🙁 ბრავო, სტოუნზი (იჰეანაჩო 7😎, კოლაროვი, ოტამენდი,
ფერნანდინიო, გიუნდოგანი (ტურე 76),
ნავასი, სანე (კლიში 69), სილვა, დე ბრუინი,
აგუერო. მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა ჩელსი (3-4-3🙁 კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ფაბრეგასი, კანტე, მოზესი,
ალონსო, პედრო (ვილიანი 50), აზარი (ბაჩუაი
94), კოშტა (ჩალობა 85). მწვრთნელი: ანტონიო კონტე გოლები: 1:0 კეჰილი (45 ს.კ.), 1:1 კოშტა (60), 1:2 ვილიანი (70), 1😺 აზარი (90) გაფრთხილებები: ოტამენდი, ნავასი - კანტე, ჩალობა, ფაბრეგასი გაძევებები: აგუერო (96), ფერნანდინიო (97) მსაჯი: ენტონი ტეილორი
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ჩელსიმ გვარდიოლას მანჩესტერი საკუთარ მოედანზე შეარცხვინა