გასულ კვირას, პრემიერ ლიგაში ლგბტ პირებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მე-13 ტურის მატჩების წინ მოედანზე დიდი ცისარტყელის დროშა გამოიტანეს. ასევე, კაპიტნები ლგბტ ფერებში მოხატული სამკლაურებით გამოვიდნენ.
მართალია, ბევრი უკმაყოფილო გულშემატკივარი ჰყავდა, თუმცა ასეა თუ ისე, პრემიერ ლიგაში ეს კამპანია შედგა.
მსგავსი რამის გაკეთება იგეგმებოდა ლა ლიგაშიც, თუმცა ჩავარდა.
გასული ტურის წინ, იგეგმებოდა, რომ ყველა შეხვედრაში, კაპიტნები ცისარტყელის ფერებში მოხატული სამკლაურით გამოსულიყვნენ მოედანზე, თუმცა 20 გუნდიდან მხოლოდ 5 გუნდის კაპიტანმა გააკეთა ეს.
"რეალის" კაპიტანი, სერხიო რამოსი და "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი მე-14 ტურის მატჩში ცისარტყელიანი სამკლაურებით არ გამოსულან.
რაც შეეხება სოლიდარობის მომხრე გუნდებს, ლგბტ სამკლაურებით შემდეგი გუნდის კაპიტნები გამოვიდნენ: სევილია, ეიბარი, გრანადა, ლას პალმასი და ლეგანესი.