
ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში გურამ კაშიას "ვიტესმა" "ზვოლეს" უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
საბოლოო წერტილი 90-ე წუთზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნათანმა დასვა.
მან გოლის აღნიშვნის დროს მაისური გაიხადა და მის თანამემამულეებს პატივი მიაგო, რომლებიც მედელინის ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ.
აღსანიშნავი იყო მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება, რომელიც ვალდებული იყო, რომ მაისურის გახდის გამო ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა.
ჟოაკიმ კამპუისმა ფეხბურთელი არ გააფრთხილა და ამ ფაქტზე კომენტარიც გააკეთა: "წესების მიხედვით, მისთვის ყვითელი ბარათი უნდა მეჩვენებინა, თუმცა იმ მომენტში ვიფიქრე, რომ მან ავიაკატასტროფაში მეგობრები დაკარგა.
ასე რომ, თავი ისე მოვაჩვენე, რომ ეს ეპიზოდი ვერ დავინახე და გავაგრძელე გზა ცენტრისაკენ.
ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც ჩემს სამსაჯო კარიერაში მიმიღია", - განაცხადა არბიტრმა.