ოფიციალურად: შაპეკოენსას კოპა სუდამერიკანოს თასი გადაეცა
5 დეკ 2016, 15:56
დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "შაპკოენსა" კოპა სუდამერიკანოს 2016 წლის გამარჯვებულად ავტომატურად გამოცხადდა.
ტურნირის ფინალი შემდეგ კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა 1/2 ფინალური მატჩის შემდეგ ბრაზილიური გუნდის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა.
30 ნოემბერს, მედელინში "შაპკოენსას" თითქმის ყველა მოთამაშე დაიღუპა. გუნდს მხოლოდ 3 ფეხბურთელიღა შემორჩა.
კატასტროფის შემდეგ, მეორე ფინალისტის, "ატლეტიკო ნასიონალის" წარმომადგენლებმა უარი თქვეს ფინალის თამაშზე და თასი პირდაპირ მათ მოწინააღმდეგეს გადასცეს.
კოპა სუდამერიკანოს ორგანიზატორები დათანხმდნენ ამ წინადადებას და დღეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.
კომენტარები (2)
ავატარი RONBAL5 დეკ 2016, 20:23
Girseuli xalxi xart. Gaixaret!
ავატარი Iunaitedi5 დეკ 2016, 20:26
RONBAL, namdvilad.
სიახლეები | Gaucho | ოფიციალურად: შაპეკოენსას კოპა სუდამერიკანოს თასი გადაეცა